ჩვენ შესახებ

შპს ”საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა” პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ქართული ზეთის წარმოება დაიწყო - სავაჭრო ნიშნით ”ქარვა”.

კომპანიის მფლობელობაშია საწარმო დედოფლისწყაროში და ხობში. დედოფლისწყაროში არსებული საწარმო მაღალხარისხიანი მზესუმზირის ზეთის წარმოების ობიექტია, წარმოების სრული ციკლით - მზესუმზირის მარცვლის გადამუშავებიდან, ზეთის ჩამოსხმისა და დაფასოების ჩათვლით. კომპანიას ასევე აქვს კიდევ ერთი საწარმო ხობში, რომელიც ამუშავებს სიმინდის ზეთს ასევე სრული ციკლით. კომპანიას აქვს ლაბორატორია, რომელიც ამოწმებს როგორც ნედლეულის, ასევე, მიღებული ზეთის ხარისხობრივ მაჩვენებლს. ნედლეული მოწმდება დამუშავებამდე, დგინდება მჟავიანობა და კონტროლდება ტექნოლოგიური რეჟიმი.

„ქარვა“ იყენებს ქართულ ნედლეულს, რომელიც ქართულ მიწაზე, ქართველი გლეხის მიერ არის მოწეული. ასევე ფლობს საკუთარ 511 ჰექტარ მიწას კახეთის რეგიონში და მოყავს საჭირო მცენარეული კულტურა. პირველი ქართული ზეთი სავაჭრო ნიშნით ”ქარვა” ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. მაშინ ეს იყო რაფინირებული მზესუმზირის ზეთი.

ქართულმა ზეთმა ”ქარვამ” არსებობის დღიდან მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 2007 წლის დეკემბრიდან კომპანიამ რაფინირებულ, დეზოდირებულ ზეთს არარაფინირებული ზეთი ”სუფთა კახური” დაამატა. 2008 წლის ნომებერში, კომპანიამ გადაწყვიტა შეეცვალა ბოთლის დიზაინი და ეტიკეტი. ეს საქმე ცნობილ დიზაინერს ზვიად ციკოლიას მიანდო და საკმაოდ დახვეწილი დიზაინით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. 2011 წელს მოხდა საწარმო-დანადგარების სრული გადახალისება და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოების გაზრდა.

კომპანიას აქვს საკუთარი სადისტრიბუციო სამსახური რომელიც საქართველოს მასშტაბით ემსახურება მომხმარებელს და 7000-ზე მეტ მაღაზიას ამარაგებს ჩვენი პროდუქტით. მათ შორის არის მაღაზიათა ქსელები: „გუდვილი“, „ორი ნაბიჯი“ და „ფრესკო“ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნილება დიდია, რადგან ეს არის 100% ნატურალური, გარანტირებული ხარისხით, სრულფასოვნად ქართული პროდუქტი.