დირექტორის სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმებით საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“-ს ვებ-გვერდზე. მოხარული ვართ თქვენი დაინტერესებით და ვიმედოვნებთ ჩვენს მიერ წარმოდგებილი პროდუქცია ისევე როგორც ჩვენი კომპანიის ისტორია და გუნდი თქვენს მოწონებას დაიმსახურებს.

ჩვენ გვეამაყება, რომ 10 წლის მანძილზე ვქმნით ქართულ პროდუქტს, რითაც ხელს ვუწყობთ ქართული წარმოების განვითარებას, ვეხმარებით ქართველ მეწარეებსა და გლეხებს და რაც მთავარია ვაძლევთ ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობას შეიძინოს ქართული, ჯანსაღი ზეთი.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბრენდი, რომელიც ასოცირებული იქნება მაღალ ხარისხთან, ქართულ პროდუქტთან, ვიყოთ საუკეთესო ხარისხის საკვები ზეთის მწარმოებლები რეგიონში და ჩვენი პროდუქტი იქცეს მომხმარებლის ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად.

მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით და ვიმედოვნებ, რომ მოიძიებთ თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაციას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან გვეწვიოთ ჩვენს სათაო ოფისში.

პატივისცემით,

გიორგი თაბაგარი