TBC დაჯილდოვება

TBC-ის ბიზნეს დაჯილდოება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყველაზე მასშტაბურ კონკურსს წარმოადგენს.
პროექტის მიზანი შემდგარი ბიზნეს კომპანიების წახალისება, ხოლო, დამწყები ბიზნესმენებისთვის წარმატებისკენ სწრაფვის შთაგონება და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ მოწოდებაა! #გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება, „თი ბი სი“ ბანკისა და „ჯეოსელის“ ორგანიზებით წელს უკვე მეორედ იმართება. ქართული მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვაც“ ჩართულია ამ ღონისძიებაში და წარდგენილია ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი“.