„KAR.GE“ ღონისძიება

2017 წლის10 ოქტომბერს სასტუმროში “ჰოთელს& პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი “იყიდექართული” გაიმართა,
სადაც შესაძლებელი იყო მთელი დღის განმავლობაში გაცნობოდით საქართულოში წარმოებულ პროდუქციას! ღონისძიებაზე სხვა ქართულ პროდუქციასთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ნატურალური ზეთი “ქარვა”, რომელიც დაჯილდოვდა მადლობის სერთიფიკატით ქართული პროდუქციის განვითარებისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობის მთავარი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ქართული ნაწარმი გაიყიდოს როგორც ექსპორტზე, ასევე შიდა ბაზარზე საქართველოში. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, ადგილობრივი ბიზნესის მეტად განვითარებას და მეტად განვითარებულ საქართველოს, რაშიც კომპანია „ქარვა“ აქტიურად არის ჩართული.