Expo Georgia გამოფენა

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–17 საერთაშორისო გამოფენა 22 ნოემბრის ჩათვლით Expo Georgia-ში მე-11 პავილიონში გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“, რომელიც მოსულ სტუმრებს სთავაზობდა არარაფინირებული, კახური ზეთის დეგუსტაციას. ღონისძიებას ყოველწლიურად სტუმრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული რამდენიმე ათასი ფერმერი, რომლებიც გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტებისა და სერვისების პირდაპირი მომხმარებლები არიან! გამოფენა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიონალ ვიზიტორს, მსხვილ შემსყიდველებსა და მაღალი დონის ექსპერტებს იზიდავს. ღონისძიებას აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე საგამოფენო ინდუსტრიის საერთაშორისო ასოციაციის (UFI) მხარდაჭერა, რაც მის წარმატებასა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს.