ჩვენ შესახებ

შპს ”საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა” ერთადერთი ქართული კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე, რომელმაც ქართული ზეთის წარმოება დაიწყო – სავაჭრო ნიშნით ”ქარვა”. კომპანიის პროდუქცია ბაზარზე 2005 წლიდან გამოჩნდა. პროდუქციის წარმოება ხდება ქართული ნედლეულით, რომელიც ქართულ მიწაზე, ქართველი გლეხის მიერ არის მოყვანილი, კომპანია ასევე ფლობს საკუთარ მიწებს კახეთის რეგიონში და მოყავს საჭირო მცენარეული კულტურა.
ქართულმა ზეთმა ”ქარვამ” არსებობის დღიდან მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 2007 წელს კომპანიამ რაფინირებულ ზეთს ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული არარაფინირებული ”სუფთა კახური” დაამატა. 2008 წელს შეიცვალა ბოთლის დიზაინი და ეტიკეტი. ეს საქმე „ქარვა“ ჯგუფმა ცნობილ დიზაინერს ზვიად ციკოლიას მიანდო და საკმაოდ დახვეწილიდი ზაინით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. 2020 წელს მოხდა საწარმო-დანადგარების სრული გადახალისება და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე წარმადობის გაზრდა. 2021 წლიდან კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტს ორი ახალი პროდუქტი შემატა რაფინირებული სიმინდის ზეთი და კომბინირებული საკვები.

„ქარვა“ ჯგუფის მფლობელობაშია მზესუმზირის საწარმო, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონის სოფელ დედოფლისწყაროში; ხოლო სიმინდის ზეთის და კომბინირებული საკვების საწარმოები მდებარეობს სამგრელოს რაიონის ქალაქ ხობში.
დედოფლიწყაროსა და ხობში არსებული მაღალხარისხიანი მზესუმზირის და სიმინდის ზეთის საწარმოები მოიცავენ სრულ ტექნოლოგიურ ციკლს – ნედლეულის მარცვლის დამუშავებიდან, ზეთის ჩამოსხმისა და დაფასოების ჩათვლით. ორივე საწარმო აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს ზედმიწევნით გავაკონტროლოთ, როგორც ნედლეულის, ასევე მიღებული ზეთის ხარისხობრივი მაჩვენებლები.
კომბინირებული საკვების საწარმო აღჭურვილია შესაბამისი დანადგარებით, რაც საშუალებას იძლევა მომარაგდეს ადგილობრივი ფერმერები მეწარმეები, და ა. შ. მიღებული პროდუქტი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა და ფრინველის კომბინირებულ საკვებს, რომელიც შემუშავებულია კონკრეტული სახეობების, ჯიშებისა და პროდუქტიული მახასიათებლების გათვალისწინებით. დაბალანსებულია ყველა აუცილებელი საზრდო ნივთიერებით და პროდუქტიულობის ყველა ეტაპზე აკმაყოფილებს ცხოველისა და ფრინველის მოთხოვნას ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე.
ჩვენი კომპანია კომბინირებული საკვების დასამზადებლად იყენებს სიმინდს, ხორბალს, ქერს, სოიოს შროტს, მზესუმზირის შროტს, უმაღლესიხარისხის პრემიქსს, მცენარეულ ზეთებს და სხვა ბუნებრივი წარმოშობის ნედლეულს, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობით.
ჩვენი პროდუქტი ხასიათდება მაღალი ენერგეტიკული და კვებითი ღირებულებებით, რაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემის მუშაობას და თავის მხრივ ერთიორად ზრდის წონანამატს.

შპს ‘საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას“ პროდუქციის დისტრიბუციას მთლიანად საქართველოს მასშტაბით ექსკლუზიურად ახორციელებს სადისტრიბუციო კომპანია შპს „დიპლომატჯორჯია“. პროდუქცია ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ მაღაზიაში და ქსელურ მარკეტებში, მათ შორის: „აგროჰაბი“, „გუდვილი“, „ევროპროდუქტი“, „კარფური“, „ფრესკო“, „ზღაპარი“, „მემო“, „მადაგონი“, „მაგნიტი“, „სმარტი“
და ა.შ.

ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, როგორც საცალო, ასევე საბითუმო, და ჰორეკას ობიექტებიდან, რადგანესარის 100% ნატურალური, პრემიუმ ხარისხის ქართული პროდუქტი.